სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება: დიდგორის რაიონს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, კერძოდ: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში,10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების და თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით შეზღუდვა გავრცელდება ჩუღურეთის რაიონშიც. კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის, უზნაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 712 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, ახალციხე, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე 981 აბონენტს წეროვანში, 13:40-დან 18:00 საათამდე 337 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, დოლასქედი, ჩიტაურები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი