გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორანში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორანში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის წინ, 3 ადამიანი დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დანარჩენ ორ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. მათივე განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში სამი მამაკაცი დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილს მოიხსნება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა ხდებოდა შარშან მიცვალებულთა დღეს თბილისის სასაფლაოებზე და რა ხდება ახლა - ფოტოები