საქართველოში ტემპერატურა 18 გრადუსს მიაღწევს - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა 18 გრადუსს მიაღწევს - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

22-23 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი ნარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25-28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი