დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?

დასაქმებული ღარიბები - როგორია უმუშევრობის სტატისტიკური და რეალური მონაცემები?

ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკით, 11,8%-ია და 2009 წლის შემდეგ (16,9%) ყოველწლიურად მცირდება. სხვათა შორის, საქართველო ამ მაჩვენებლით ახლოს დგას თურქეთთან, იტალიასა და პორტუგალიასთან. ჩვენზე მაღალია უმუშევრობა მეზობელ სომხეთში, აგრეთვე ესპანეთსა და საბერძნეთში. არადა, NDI-ს საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გამოკითხულთა 54% კი უმნიშვნელოვანეს საკითხად მისთვის და მისი ოჯახისთვის სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს. რამდენად ჰგავს ოფიციალური სტატისტიკა არსებულ რეალობას? - ამ კითხვით ექსპერტებს მივმართეთ.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "არა მხოლოდ ეს, არამედ არაერთი ადრინდელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა სტაბილურად გვიჩვენებს ერთსა და იმავე შედეგს, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა კვლავაც უმუშევრობაა. ეს საკითხი თავისი მნიშვნელობით გამოკითხვებში უსწრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხსაც კი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში უმუშევრობის 54%-იანი მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უსწრებს სიღარიბის 30%-იან მაჩვენებელს; ანუ მოსახლეობა ბევრად მწვავედ განიცდის თავის პროფესიულ უნარებთან, გამოცდილებასა თუ რეალურ პოტენციალთან შეუსაბამო მდგომარეობას და მიუხედავად იმისა, არის თუ არა დასაქმებული, მიიჩნევს, რომ გაცილებით უკეთეს დასაქმებას იმსახურებს.

ხელისუფლება უფრო მეტი სერიოზულობით რომ ეპყრობოდეს სტატისტიკას, მის შესაძლებლობასა და ინსტრუმენტებს, ბევრი პრობლემა გვექნებოდა მოხსნილი. იცით, როგორ იკვლევენ უმუშევრობას ევროკავშირის ქვეყნებში? იმის შესახებაც კი აქვთ ინფორმაცია, დასაქმებულთაგან რამდენის სამუშაო შეესაბამება პროფესიას, ცოდნასა და უნარებს. სტატისტიკურად თითქოს ყველაფერი კარგად არის: უმუშევრობის დონე ქალაქად 27-28%-ია, სოფლად - 8%, მაგრამ ქალაქში ფულადი შემოსავლები თითქმის 1,5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები მიახლოებითაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი