რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"

რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"

უცხოპლანეტელი, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი, ჰუმანოიდური არსება, უმეტესად მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავსი - ასეთია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის განმარტება.

გარკვეული წარმოდგენით, ის ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარებით წინ უსწრებს. ამავე წარმოდგენით, უცხოპლანეტელი კოსმოსური მოგზაურია ან ამა თუ იმ პლანეტის მაცხოვრებლი, რომელიც კოსმოსური ხომალდით ხალხს იტაცებს და ადამიანებთან კონტაქტში შედის. ბოლო დროს, ამ არსებების საქართველოში გამოჩენა გახშირა. როდის აქტიურდებიან ისინი და რასთან გვაქს საქმე    

AMBEBI.GE თემასთან დაკავშირებით უფოლოგს, ერეკლე შონიას ესაუბრა.

- თუ დედამიწაზე სხვა სამყაროების არსებობას იმ ფორმით ვუშვებთ, რომ ისინი, ვისაც ჩვენი მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახით ხედავს, სხვა სამყაროდან მოსულები არიან და უკვე ხანგრძლივად გვაკვირდებიან, მათ ერთმანეთთან აქვთ თანამშრომლობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაშინ მათთან მოქცევაც უნდა ვისწავლოთ.

ვინაიდან, ჩვენ სპეციალისტები ამას დიდი ხანია ვუშვებთ, შესაბამისად, გარკვეულ დაკვირვებას ვაწარმოებთ. ეს არსებები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი, სოციალური, გეოფიზიკური ცვლილებების პერიოდია, როცა დედამიწის პლასტებია გააქტიურებული და სხვადასხვაგვარი გეოფიზიკური მოვლენები ხდება. ასევე ისტორიული ციკლის განმეორებკსა და გააქტიურების პერიოდში 30-წლიანი, 80-100-წლიანი ციკლების დროსაც. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხედავს უცნაურ მოვლენებს, საფრენ აპარატებს, ხომალდებს, არსებებს, ობიექტებს, მათთან კონტაქტს ამყარებს, ამოუცნობი ობიექტები ადამიანებთან შედიან სახლებში, უცნაური ქცევით გამოირჩევიან, მიაქვთ ტკბილეულობა, მცირე ელექტრომოწყობილობები - ტელეფონის დამტენი ა.შ.

- როგორც ისინი ყვებიან, ზოგჯერ უხილვები არიან, ზოგჯერ - ხილულები, - ეს რაზეა დამოკიდებული?

- პარანორმალური მოვლენების კვლევისას, უფოლოგიაში დადგენილია, რომ 70% როგორც წესი, უხილავი არსებები არიან. მაგრამ ბოლო წლებში ადამიანების უმეტესობა მონათხრობში აღწერს  სრულიად ფიზიკურ არსებებს, რომელთა გააქტიურება 2009 წლიდან ინტენსიურად შეიმჩნევა, რაზეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსული შეტყობინებები მეტყველებს. მოსახლეობა პერიოდულობით რეკავს, გვიყვება, გვწერს, რომ ნახა ხან ადამიანის, ან ცხოველის მსგავსი არსება. ყვებიან მათ ნამოქმედარზე, მათი ტექნიკური საშუალებების შესახებ (დაწყებული ხელში რა უჭირავთ იქიდან, დამთავრებული როგორ გადაადგილდებიან). თუმცა როგორც ვთქვით, უმეტესად უხილავები არიან. აქვთ დიდი ენერგია, მეტად განვითარებულები არიან. თუმცა როდესაც ამა თუ იმ ოჯახს სტუმრობენ, ოჯახის ყველა წევრს არ შეუძლია მათი ნახვა და მათთან კონტაქტი.

- როგორც თვითმხილველთა მონაყოლიდან ირკვევა, არიან მართლაც ძალიან სწრაფები.

- კი, გამოირჩევიან სისწრაფით, მოძრაობის ტრაექტორიით, შეუძლიათ ღობეებზე, სახურავებზე ხტომა ა.შ. ისინი კონტაქტობენ არა მარტო ადამიანებთან, ცხოველთა სამყაროსთან და მათზე ზემოქმედებას ახდენენ. შეუძლიათ, მაგალითად, გათიშონ ძაღლი. ან ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, წკმუტუნი, ტირილი დაიწყონს..

- ზიანი თუ მიუყენებიათ ვინმესთვის?

- იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ქვის სროლით მცირე ზიანი მიაყენეს, ფეხი ატკინეს, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ კვლევების ისტორიაში გვაქვს აღწერილი ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს. ამას მათ ტანის სხვადასხვა ადგილზე არსებული იარა ადასტურებს. იმდენი ოპერაციაა ჩატარებული, რომ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ზოგი საინფორმაციო ხასიათისაა, ზოგი - სამკურნალო. იყო კუჭის რეზექციის ოპერაცია, ტრეპანაციის ფაქტები, გულის კუნთის ოპერაცია და ა.შ.

- ე.ი. იარები იძლევა ინფორმაციას, თუ რა მიზნით გაკეთდა თითოეული ოპერაცია?

- დიახ და შემდეგ უკვე დინამიკაში ჩანს ადამიანების გამოჯანმრთელება, როგორც ირკვევა, მათ ის ოპერაციული ჩარევა სჭირდებოდათ.

- გამოდის, ოჯახებს და ხალხს გარკვეული ენერგეტიკული ნიშნით ირჩეევენ.

- 2016 წელს როცა ერთ რეგიონს ვიკვლევდით, სადაც ასეთი მოვლენების აქტივიზაცია ხდებოდა, იყო ასეთი ფაქტი - არსება კონტაქტს ამყარებდა ერთ-ერთ ოჯახთან, ღამ-ღამობით აშინებდა - ფანჯარასთან დგებოდა, თვალებით ანათებდა და ამ ფორმით რამდენიმე წუთის განმავლობაში თიშავდა მათ. როგორც მერე გაირკვა, ერთ-ერთ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა - ტუბერკულოზი სჭირდა, ერთ-ერთს - სიმსივნე, მეორეს - ეპილეფსია. ამ კონტაქტის შემდეგ კი ამბობდნენ, რომ

თითოეული ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა, იმუნიტეტი გაუძლიერდა. ასე რომ, მათ დედამიწაზე გამოჩენას, მთლად უარყოფითად ვერ შევაფასებთ.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ასეთი არსების პირისპირ აღმოჩნდება?

- პრობლემაა, რომ ამ ანომალური მოვლენების კვლევისას, სწრაფად ვერ ვიღებთ პირველად ინფორმაციას. როცა იწყება რეგიონში მსგავსი მოვლენა, ხშირად ეს არსებები ყოფითი მომენტებით არიან შენიღბულები. ადამიანივით მოდი-მიდის, ოჯახიდან რაღაცები მიაქვს, კარზე აკაკუნებს, აბრახუნებს, რომ სადაც შედის, ეგონოთ, ჩვეულებრივ არსებასთან აქვთ ურთიერთობა. ამ დროს ხალხი გარბის პოლიციაში. პოლიციაც თავისთავად ცუდ სიტუაციაშია, იწყება გამოძიება, ძებნა, თვეების განმავლობაში ვერავის იჭერენ და ამ ფაქტს ვერაფრით ხსნიან...

როცა აქტიური კონტაქტი იწყება, როგორიც იყო მაგალითად, კუმისში, ასეთ დროს მოსახლეობამ თავდაცვა დაიწყო, ღამ-ღამობით ერთად მორიგეობდნენ, უსაფრდებოდნენ... ასეთ დროს, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეგვატყობინონ ჩვენც, პოლიციასაც, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, რომ ფაქტი დაფიქსირდეს.

ამასთან, მათთან აგრესიის გამოვლენა არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთი იარაღს უმიზნებს. ვინც ამას შეეცადა, მსგავსი არსებები ვერ დააზარალა. პირიქით, მათი ყურადღება მეტად მიიპყრო და ისინი უკან დაბრუნდნენ. სწორედ ასეთ ნამოქმედარს ვიკვლევდით და ცხადი იყო, რომ არსებას გარკვეული რევანშის შეგრძნება გაუჩნდა, რადგანაც სამეგრელოში სროლით გაეკიდნენ, მან კი ენგური გადაცურა. მერე უკან დაბრუნდა და ბოსელში ძროხა გადაუჭრათ.

მოკლედ, თუკი უარყოფითი ძალაა, ცხადია, უნდა მოვერიდოთ, ხოლო თუ დადებითია, რატომ უნდა ვებრძოლოთ? ხელი არ უნდა შევუშალოთ, თავის გზაზე გაიარონ, თავიანთი კვლევა ჩაატარონ.

- პირადად თუ გქონიათ მათთან კონტაქტი?

- მხოლოდ კონტაქტორის საშუალებით. ვისაც აქვს მათთან ურთიერთობა.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს გორის რაიონის სოფლებში ხდება პარანორმალური მოვლენები.

- გორის რაიონის რამდენიმე სოფელში ორი დღის წინ ვიყავით. ღამ-ღამობით ოჯახებში "ვიღაც" დადის, უცნაურად იქცევა - ტკბილეულობა მიაქვს, თუმცა ძვირფასეულობას ხელს არ ჰკიდებს. ბევრ ოჯახშია ასე შესული. ამ მოვლენამ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე სოფელი მოიარა. უკვე 60-მდე ოჯახშია ნამყოფი. შიშიც არ აქვს, თუ ძაღლი გამოეკიდა, ნაბიჯსაც არ უჩქარებს, ძაღლს ადგილზე მოულოდნელად აჩერებს, აჩუმებს.

- როგორები არიან ადამიანები, ვისაც მათთან ახლო კონტაქტი აქვთ?

- მათ შორის არ არის განსხვავება სოციალური წარმომავლობისა და გონებრივი შესაძლებლობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რა ადგილას ცხოვრობს ადამიანი, როგორი ენერგეტიკული ველია იქ, ან შინაგანად რაიმე ხომ არ უჭირს, დახმარება ხომ არ უნდა. როგორც ირკვევა, ეს ადამიანები ზემგრძნობიარეები არიან. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ადამიანებში ბევრი უარყოფითი ენერგია დაგროვდა. ეს იმის ბრალია, რომ სამყაროში უამრავ უარყოფით იმპულსს ვუშვებთ და ენერგიულ ინფორმაციულ დონეზეც ვიღებთ.

უცნაური არსება კი ამის საპასუხოდ მოდის, - გაიგოს რა ხდება, რატომ ვაბინძურებთ სამყაროს.

- კუმისის მოვლენებზე რას იტყვით?

- დაახლოებით 36 წლის წინ კუმისის მიდამოებში მიწათმოქმედები (8 კაცი) დღის განმავლობაში ყანაში მუშაობდნენ და უეცრად 50 მეტრამდე სიმაღლის ხომალდი დაინახეს. როდესაც მათ სპეციალისტებმა ნანახის აღწერა სთხოვეს, თქვეს, რომ იქიდან მიწაზე გადმოვიდა 2 მეტრზე მეტი სიმაღლის არსება, ჰუმანოიდი, მწვანე მოტკეცილი კომბინიზონით, რომელსაც ხელში რაღაც მოწყობილობა ეჭირა, რითიც მომუშავეებს მიანათა და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გათიშა ისინი. საქმეში მაშინდელი რაიონის მილიცია ჩაერთო. ჩაერთნენ მეცნიერები, მათ შორის მამაჩემი (უფოლოგი, თალეს შონია. - ავტ.), რომელიც სერიოზულად იკვლევდა ამ სფეროს. მგავსი ფაქტები მთელ საქართველოს მოედო. გაჩნდა მფინავი თეფშები, უცხო პლანეტელები და დამყარდა ახლო კონტაქტი სხვადასხვა ფენომენალურ მოვლენასთან, იყო ზემოქმედება ტყეებზე, ხომალდმა გადაიფრინა და ტყის ზოლი გაანადგურა.

კუმისის დასახლებაში წლების შემდეგ იმ ხომალდის ტიპის მოწყობილობები კვლავაც დაფიქსირდა. ადამიანები ზუსტად ისეთ მოწყობილობას აღწერენ, გარკვეული ხომალდის ტიპისას, როგორსაც წლების წინ ჰქონდა ადგილი. მოკლედ, მაშინაც კუმისიდან დაიწყო, გადავიდა კახეთში, მერე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში და თბილისის შემოგარენში დაბრუნდა. ეს ყველაფერი ახლაც ასეა.

- ე.ი. ეს არც მოჩვენებაა და არც ილუზია.

- არა, თვითმხილველებს რომ ვეუბნებოდით, რა მოგეჩვენათ-თქო? - ბრაზდებოდნენ. არაფერი მოგვჩვენებია, ვნახეთო.

- ხელისუფლებასთან თუ გაქვთ ამ საკითხზე კონტაქტი?

- ჯერჯერობით მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ადამიანი, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებით. ადამინის შემთხვევას მე გამოვრიცხავ, მაგალითად, თუ გორის ფაქტებს ავიღებთ, იქ არის გაშლილი მინდვრები, მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა. ეს რომ ადამიანი იყოს, მას აუცილებლად დასჭირდებოდა თავშესაფარი, დღე დამალვა, კვება, გათბობა, მით უფრო, რომ ერთჯერადად კი არ მოხდა, როგორც გითხარით, 60 ოჯახი მოიარა. ვიღაც მაინც შეამჩნევდა.

პოლიციელებს ვურჩევ ხოლმე - როცა ასეთ გამოძახებაზე სახლებში შედიან, სადაც მსგავსი რამ ხდება, არ თქვან და იფიქრონ - რა სისულელეზე მოვედით, ან ეს უარყოფითი ძალის ნამოქმედარია. ტვინი გათიშონ და არაფერზე იფიქრონ, რადგანაც ჩვენი აზრები იკითხება! შევიდნენ, ჩაატარონ პოლიციური, საგამოძიებო მოქმედებები და რომ გამოვლენ, რაზეც უნდათ, იმაზე იფიქრონ, მაგრამ იმ გარემოში, სადაც კონტაქტი ხდება, როცა თუნდაც თავდაცვის მიზნით აგრესიაზე ფიქრობთ, ისინი ჩვენს აზრებს კითხულობენ და ამ აზრის შესაბამისად მოქმედებენ.

- ამ ყველაფერმა საბოლოოდ იქამდე მიგიყვანათ, რომ გარკვეული სამკურნალო მიმართულებაც კი გაჩნდა თქვენს საქმიანობაში.

- 1990 წლიდან ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთ მიმართულება - ბიოლოკაცია შემოვიტანეთ. ეს არის უძველესი მეთოდი, რომლითაც ჩვენი წინაპრები წყალს, მიწის ქვეშ სიცარიელეს პოულობდნენ. ეს მეთოდი მამამ მეტად დახვეწა და ჯანმრთელობის შესასწავლად გამოიყენა. ამ მეთოდს დღემდე ვიყენებდით იმ ხალხზე, რომლებსაც ვიკვლევდით. ახლა ვცდილობთ, ფართოდ დავნერგოთ, კომერციული დატვირთვა მივცეთ და აქედან შემოსული ფინანსური წყარო უკვე ჩვენს კვლევაში გამოვიყენოთ. ამიტომ გარკვეული პრობლემების მქონე მოსახლეობის კვლევა დავიწყეთ.

ხალხის მიღებამ გვაჩვენა, რომ უმეტესობას ენერგეტიკასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნებათ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ერთ ადამიანს მეორეზე გარკვეული ენერგეტიკული ზემოქმედება აქვს მოხდენილი, რის გამოც უმეტესობას აურა (ბიოველი) დასუსტებული აქვს. სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცამ მათზე ენერგეტიკულად იმოქმედა. თავს ცუდად გრძნობენ, თუმცა ექიმები ვერ ადგენენ, ეს სისუსტე რამ გამოიწვია, რადგანაც ენერგეტიკულ ველს ვერ ხედავენ.

გვაქვს ასევე ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შედეგად მიეცათ უნარი, ადამიანებში წაიკითხონ ესა თუ ის ინფორმაცია. ვცდილობთ, მათი ეს შესაძლებლობა სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ამასთან, სამწუხაროდ, დღეს ადამიანებში ბევრი უარყოფითია დაგროვებული და არ ხდება ამის განმუხტვა. ჩვენ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ვმოქმედებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის?

"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმარებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?