როგორია დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე, თუმცა მდგომარეობას ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აყვანილია საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია. ძირითადი ეტაპები, ფაქტობრივად, დასრულებისკენ არის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ჰემორაგიული შოკი ჰქონდა და სუნთქვის უკმარისობა. ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა", - განაცხადა ექიმმა.

იხილეთ ვიდეო: ექიმის კომენტარი დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი