"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური

"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური

"იცით, რატომ იხდიან ადამიანები ბოდიშს? ალბათ იმიტომ, რომ რამეს აშავებენ ან რაღაც ეშლებათ, არა? ზოგჯერ კი ამ მიზეზების გარეშეც, მხოლოდ გულახდილობის გამო იხდიან ბოდიშს, რადგან გულახდილი საუბარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვათა თანამიმდევრობა. ეს არის ზღვარის წაშლა და სახლის იმ კუნჭულში შეხედვა, სადაც ალბათ არასოდეს შეახედებდით ვინმეს..."

თემურ წიკლაურმა სწორედ ამიტომ მოიბოდიშა:

- დიდი ბოდიში მკითხველს, რომ ასე გულახდილად გიყვებით ყველაფერს და რომ შეიძლება თავსაც ვახვევ ჩემს ცხოვრებას. ამას ვიტყვი თავშიც და ბოლოშიც...

არ უთქვამს, რა რთულია ილაპარაკო საკუთარ თავზე, თანაც გულახდილად; არ უთქვამს, რომ ამას გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება... ამას ყველა თავად მიხვდება.

წლების წინანდელ ფოტოებს დაჰყურებს. საოცარია, მაგრამ მისი ხმა სიმღერასავით ჟღერს მაშინაც, როცა სულაც არ მღერის და ძალიან სევდიან ამბებს იხსენებს. ეს ბედისწერასავითაა. ვუსმენ, როგორ მიამბობს კოჯრის სკოლაზე, რომელიც წითლების შემოსვლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის ქვებით აუგიათ. მერე როგორ ინგრევა ის სკოლაც, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს... როგორ პოულობენ წყაროს უკან გადაყრილ ჩუქურთმიან ქვებს და როგორ მიაქვთ იქ, სადაც მათი ადგილია - დაშლილი ეკლესიის მიწაზე. ქვები დუმან და თავის ჟამს ელიან...

ცხოვრებაშიც არის რაღაც იდუმალი, ისიც თავის ჟამს ელის... წლების წინ, მაგალითად, როცა კოჯრის ტყეში მიდიოდა გიტარაზე მალულად დასაკრავად, სხვას რომ ეთქვა, ალბათ არ დაიჯერებდა, ერთ დღეს სტიქარს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას დაიჯერებდა, რომ სტიქაროსნობამდე ცნობილი მომღერალი გახდებოდა.

ვინ იცის, რას მოიტანს ჟამი ახალს... ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რაც უკვე მოიტანა...

* * *

- კოჯორში ვცხოვრობდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, VII კლასამდე - ხუთებზე. დამპირდნენ, თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ველოსიპედი კი ჩემი ოცნება იყო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე კიდეც, ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. არადა, მშობლებს ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, არაფრის საშუალება აღარ იყო. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და აღარ ვსწავლობდი... ახლა მეცინება, რომ მახსენდება...

"გიტარა ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო" (სურათზე: ანსამბლი "ციცინათელა")

ფიზიკური შრომა თუ გამომიცდია? როგორ არა! დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვრგავდით. მეათედ ჰექტარზე რომ დამაყენებდნენ და ვთოხნიდი, უნდა გენახათ. ტყეშიც დავდიოდი შეშაზე... "ტარზანი" რომ შემოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილი ვბრუნდებოდით სახლებში.

ერთი ამბავიც მახსოვს: შინ მარტო დაგვტოვეს 97 წლის პაპასთან. მინდოდა გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე იდგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ესენი დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულზე ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა... კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.

ღმერთი მწყალობდა ყოველთვის. აუცილებლად მინდა ვახსენო ხალხი, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში.

ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში სიმღერის გუნდი შექმნა. ისეთი გუნდი დადგა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ის მინერგავდა, მონაცემები გაქვს, ხმა გაქვს და მიჰყევიო...

ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათგან ვისწავლე დაკვრა. მერე ერთად ვიყავით "ციცინათელაშიცა" და "ივერიაშიც"... პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: "შემოხტი და გამიფრინდი, ჩემო თოლია". გიტარა არ მქონდა. ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო. გიტარას ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი.

საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე. განაგრძეთ კითხვა

მარინა ეზუგბაია - ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი

მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე

რატომ ვრცელდება ასე ადვილად კორონავირუსი - რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე