თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის უბნები და სოფლები, სადაც დღეს დენი გაითიშება

თბილისის რამდენიმე რაიონს, 12 თებერვალს, ქსელზე აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, 12 თებერვალს, 13:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება 337 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, დოლასქედი, ზენუბანი, გვრიტო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი