დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"

დოდო გუგეშაშვილმა ვაჟის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის: "ველოდებით მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი"

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის სამსონ ბრეგვაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილი მკურნალობას კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს და უცნობია, როდის გადაიყვანენ მას პალატაში.

ბრეგვაძის განმარტებით, გუგეშაშვილმა მისი შვილის გარდაცვალების ამბავი ჯერ კიდევ არ იცის, ხოლო ამას მას შემდეგ შეატყობინებენ მეგობრები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

"ჯერ არ ვაგებინებთ შვილის გარდაცვალების ამბავს. ვეუბნებით, რომ მისი შვილი მძიმედ არის და "არამიანცის" საავადმყოფოში მკურნალობს. მომხდართან დაკავშირებით, ან სავარაუდო დამნაშავეზე ჯერ არაფერი უთქვამს, ასევე ჩვენც არანაირ ვერსიებზე არ ვსაუბრობთ, ვინაიდან ერთ კონკრეტული საქმე გვაქვს - დოდო გუგეშაშვილი უნდა გამოჯანმრთელდეს", - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობრის, დავით მუხიგულის ინფორმაციით, ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ.

"ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. დოდოს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ", - განაცხადა დავით მუხიგულმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი