"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

"ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ" - როდიდან დაიწყება ტაქსების აღრიცხვიანობა

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს "იაფი პროცედურა იქნება".

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

"რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

"სამეტაპიანი რეფორმა არ გულისხმობს, რომ ტაქსის საფასური გაიზრდება ან ვინმე სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ტაქსების რეგულირების საკითხი გადაიყვანონ ამ ფორმატში, არასწორია. ჩვენი მთავარი მიზანია, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სფერო, მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოება იყოს დაცული და ასევე უსაფრთხო იყოს ტაქსით გადაადგილება. რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ამ მიმართულებით მათ დაწყებული აქვთ მუშაობა, კერძოდ, ტაქსების რეგულაციაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს კანონს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვიანობას დაიწყებს.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებიც ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარება მერიას. ბითაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეჯერებული იქნება ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. მისივე თქმით, მეორე მხრივ, რეფორმა დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გააჩნია.

ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია "ევროპული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის მიერ გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ათასობით ადამიანს საკუთარი ავტომანქანის ტაქსის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას გაურთულებს.

"ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია. მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს ტაქსს ქუჩაში. ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია. ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია შეეცდება დაარწმუნოს ქალაქის მერია, რომ ამ სფეროში რეფორმას ვერ განახორციელებენ და იგი ცუდ შედეგს მოიტანს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ