"რაც შვილები მეყოლა, დავრწმუნდი, სრულიად არ სჭირდებათ ბავშვებს "ვითომ წამლები" - ცნობილი პედიატრი შვილების აღზრდაზე

"რაც შვილები მეყოლა, დავრწმუნდი, სრულიად არ სჭირდებათ ბავშვებს "ვითომ წამლები" - ცნობილი პედიატრი შვილების აღზრდაზე

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი პედიატრი თემურ მიქელაძე ორი ქალიშვილის მამაა. mshoblebi.ge-ს ის შვილების აღზრდასა და ოჯახურ ცხოვრებაზე ესაუბრა. რა თქმა უნდა, რამდენიმე საგულისხმო რჩევაც მისცა ჩვენს მკითხცველებს.

- ოჯახი 35 წლის ასაკში შევქმენი. მეუღლე სპეციალობით ნერვოლოგი გახლავთ. მყავს ორი შვილი, მარიამი და ანასტასია, შვილები რვა და ექვსი წლის არიან... უფროსი შვილი ყოველთვის მე დამყავს სკოლაში, საღამოს კი ძალიან გვიან მიწევს სახლში მისვლა და ბავშვებს სძინავთ. შაბათ-კვირას დაახლოებით სამ-ოთხ საათს ბავშვებთან ვატარებ. მხოლოდ ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე ვახერხებ სრულყოფილად, ათ-ათი დღე

ოჯახისთვის გამოვყო. შესაბამისად, ზამთარში ზამთრის კურორტებზე მივდივართ დასასვენებლად და ზაფხულში - ზღვაზე...

- როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როდესაც მამა გახდით? ბევრი ამბობს, რომ სიტყვებით ვერ გადმოცემს იმ განსაკუთრებულ გრძნობას...

- მე ასეთი ემოციები არ მქონია, რადგან უამრავ პაციენტთან მქონია შეხება, ყველა შეიძლება შენიანად ჩათვალო, რადგან ბევრი ზრუნვა გიწევს. დამოუკიდებელ ექიმად მუშაობა დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყე, მანამდეც ვმუშაობდი და ამ დროის განმავლობაში ყველა ასაკის ბავშვი მყოლია პაციენტის რანგში. ახალშობილები, რომელიც პირველად გასინჯვაზე მოჰყავთ, სამი ან ხუთი დღის ყოფილან... ძალიან პატარა ბავშვებს...

- ბავშვებს განსაკუთრებულად ანებივრებთ, მაგალითად ძვირადღირებული სკოლაში დაგყავთ?

- არა, ძვირადღირებულ სკოლაში არ დამყავს! რაც ვნახე, ძვირადღირებული და ძალიან იაფიანი სკოლების შედეგები აბსოლუტურად ერთი და იგივეა! ქვეყანაში ზოგადი განათლების პრობლემაა და ყველაზე ერთნაირად აისახება. ზოგ შემთხვევაში საჯარო სკოლის მოწაფის მომზადება ბევრად ჯობია ძვირადღირებული სკოლის მოწაფისას... გასაგებია, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია შვილის განათლებაში ჩადებული ფულია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადააკონტროლოს მშობელმა! საკმაოდ დათვურ სამსახურს უწევენ შვილებს, როდესაც მოიკითხავ სკოლაში ბავშვის დონეს და გეტყვიან, რომ ყველაზე ჭკვიანი თურმე შენი შვილია, ეს ძვირადღირებულ სკოლებს ახასიათებთ უმეტესად და რეალურად ასე არ არის. ყველაფერი ბიზნესს ემსახურება. ყველანაირი პაციენტი მყავს, ძალიან ძვირადღირებული სკოლებიდანაც და რეგიონის სკოლებიდანაც, ვამჩნევ, რომ რეგიონის ბავშვები უფრო მოწადინებული არიან და კარგი შედეგებიც აქვთ. დასაფასებელია რეგიონის ის პედაგოგები, რომლებიც ზოგჯერ ხუთ და ათ კილომეტერს გადიან და ბავშვებს განათლებას აძლევენ. იქ კლასში ოთხი-ხუთი ბავშვი ზის და პედაგოგები არ აძლევენ საშუალებას, რამე არ ისწავლონ. ძვირადღირებულ სკოლებში კი მაქსიმალურად ცდილობენ დრო მალე ამოწურონ და სახლში გაიქცენ... გამაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი