#აანთეიდეა - "პალიტრა მედია" თანამშრომლებისთვის ახალ პროექტს იწყებს

#აანთეიდეა - "პალიტრა მედია" თანამშრომლებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ვისაც საკუთარი წარმატების სჯერა, ის წარმატებული აუცილებლად იქნება! წარმატება კიბეა, რომელზეც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვერ ახვალ. საჭიროა მიზანი, შრომა და მხარდაჭერა. მსოფლიოში ცნობილი დიდი კომპანიების წარმატების გასაღებიც სწორედ შიდა კორპორაციული მეწარმეობის გაზრდაშია, ამისთვის კი თანამშრომელთა ჩართულობაა საჭირო.

ყველაფერი, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს და დაიჯერებს - მიღწევადია. ნებისმიერი წარმატებული პროექტი კი იდეიდან იწყება! სწორედ ახალი და საინტერესო იდეების აღმოსაჩენად და თანამშრომლების უნარების წარმოსაჩენად "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შეიქმნა ახალი პროექტი - #აანთეიდეა! მისი მიზანია შიდა კორპორაციული მეწარმეობის გაზრდა და თანამშრომელთა ჩართულობა კომპანიის განვითარებაში.

პროექტი "პალიტრა მედია" ჰოლდინგის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, სრულფასოვნად წარმოაჩინონ საკუთარი უნარები, მონაწილეობა მიიღონ ახალი პროექტების შექმნასა და განვითარებაში. აღნიშნულ პროექტში ჩართვა, თითეულ თანამშრომელს შეუძლია. ეს არის პროექტი, სადაც არ არსებობს მონაწილეობისთვის საჭირო კონკრეტული კრიტერიუმი - მთავარია გქონდეს იდეა, გამოცდილი მენტორები კი მათ განხორციელებაში დაეხმარებიან.

"სილიკონ ველი თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოიგიების უნივერსიტეტში" გამართულ პრეზენტაციაზე "პალიტრა მედია" ჰოლდინგის თანამშრომლებს ჩაუტარდათ მასტერკლასი, რომელსაც კოტე იანტბელიძე, თიკო ფეიქრიშვილი და ლაშა შარიქაძე უძღვებოდნენ.

"პალიტრა მედია" ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ფეიქრიშვილის განცხადებით, ეს არის მსოფლიო ტენდენცია და გამოწვევა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით, თანამშრომლები უფრო მეტად ჩაერთვებიან ჰოლდინგისა და ბიზნესის განვითარებაში, რაც მათ შესაძლებლობებს გაზრდის.

"ამ პროექტის ფარგლებში თითეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გაუჩნდეს ახალი იდეა კომპანიის განვითარების ან ახალი ბიზნეს პროექტის, რომელიც შეუძლია შემოიტანოს პორტალზე, იმუშაოს გამოცდილ მენტორებთან ერთად. მონაწილეებს მარტის ბოლოს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროექტი წარმოადგინონ იდეების ფესტივალზე და მოიპოვონ გამარჯვება. გამარჯვებული იდეები აუცილებლად დაფინანსდება და მოხდება მათი რეალიზება.

იმედია ამ პროექტით თანამშრომელთა ჩართულობა კომპანიის განვითარებაში ძალიან მაღალი იქნება. ამით მივაღწევთ იმას, რომ ისინი დაინტერესდებიან თითეული იმ ნაბიჯით რომელსაც კომპანია მიაღწევს და ჩვენთან ერთად განვითარდებიან", - აღნიშნა ნინო ფეიქრიშვილმა.

შეუძლებელია გახდე წარმატებული და ბედნიერი, თუ არ გაქვს იდეა და მიზანი, რომელსაც მიყვები. თუ არ გაქვს ოცნებები, რომლებიც გინდა, რომ განახორციელო. #აანთეიდეა არის საუკეთესო შანსი ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ვისაც კარიერული ზრდა და საინტერესო პროექტების განხორციელება სურს!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი