”აგვისტოში თბილისში გეების აღლუმის გამართვას გეგმავენ”

”აგვისტოში თბილისში გეების აღლუმის გამართვას გეგმავენ”

გასულ კვირას ტელეკომპანია "რეალ ტვ"-ის პირდაპირ ეთერში სასაუბროდ მიწვეული იყო პარტია "თავისუფლების" წევრი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ეთერიდან, უბრალოდ... გააგდეს.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად გადაცემის წაყვანაზე უარი განაცხადა და არხის მესვეურებმა ეთერი გათიშეს. ამ ინციდენტამდე კი ლადო სადღობელაშვილი ე.წ. სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა და ამის გამო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამიზნე გახდა.

- ლადო, როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ინტერნეტში, "ფეისბუქზე" ვწერდი ამონარიდებს ბიბლიიდან და, ძირითადად, გეების წინააღმდეგ ვილაშქრებდი. მერე ჰაკერებმა ვებგვერდი გამიტეხეს და ფაშისტური განცხადებები დადეს. ვიცი, ვინც გატეხა ჩემი ვებგვერდი. არის ასეთი პიროვნება, პაატა საბელაშვილი, რომელიც გეებს კბილებით იცავს.

ლესბოსელთა ინტერესების დამცველი კი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე ანა დოლიძემ დააფუძნა... გაჩნდა მოწოდებები, თითქოს ვინმეს დასჯას ვითხოვდი და ფაშისტური იდეები მქონდა. ამის გამო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სასამართლოში მიჩივლა. თუმცა სასამართლოზე დავამტკიცე, რომ მოწოდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვებგვერდი გამიტეხეს... ისე, რამდენი სასამართლოც უნდა გამართონ, რამდენჯერაც უნდა შეიკრიბონ და გეგმები დასახონ, მაგათ წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ.

- რა შეკრებას გულისხმობ?

- თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოში ჩამოვიდა ორმოცდაათამდე უცხოელი გეი, შეიკრიბნენ სასტუმრო "რედისონში", ჩაიცვეს წითელი კაბები და ქართველ გეებთან ერთად გაირეპეტიციეს.

- რა ქნეს?

- გაირეპეტიციეს. უკვე აღარ მალავენ, რომ აგვისტოში თბილისში გეების პირველი აღლუმის გამართვას აპირებენ... ამის შესახებ სიუჟეტი ერთ-ერთ სატელევიზიო არხზეც გავიდა... არ არის ისე, თითქოს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ერთი-ორი კაცია. ისინი ბევრნი არიან, თანაც, მიზანდასახული გეგმით - 1987 წელს გამოცემული მანიფესტით მოქმედებენ.

- მოდი, ჯერ ის ამიხსენი, საიდან იცი, რომ ბევრი არიან და მერე მანიფესტზე ვისაუბროთ.

- ასეთ ხალხს ე.წ. ლიბერალები თანაუგრძნობენ...

რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე რომ მოვაწყვეთ მსვლელობა, პოლიტიკური პარტიებიდან ჩვენ, პარტია "თავისუფლების" წევრები, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა, ლეიბორისტთა ახალგაზრდული ორგანიზაციისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვიყავით. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს - მაგათ წინააღმდეგ არ გამოვალთო. რა არის ეს, თუ არა სექსუალური უმცირესობისთვის მხარდაჭერა?

- თქვენ ტელეკომპანია "კავკასიის" წინააღმდეგაც გამართეთ საპროტესტო აქცია.

- 7 ივნისის მსვლელობა ტელეკომპანია "კავკასიასთან" დავასრულეთ და გავაკარით პლაკატები, სადაც ეწერა, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და დაგვაპატიმრეთ ისევე, როგორც ის ბიჭები, ახლა ციხეში უსამართლოდ რომ სხედან-თქო. ამ აქციის შემდეგ დამიკავშირდნენ ტელეკომპანია "რეალ ტვ"-დან და მითხრეს, შენ და ზურა ჩაჩანიძეს, რომელიც "მართლმადიდებლური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერია, ჩვენთან გიწვევთო. საუბრის თემა ეს აქცია უნდა ყოფილიყო. ვიდრე მიწვევაზე დავთანხმდებოდით, დავსხედით მე და ზურა ჩაჩანიძე და ვითარება გავაანალიზეთ.

"რეალ ტვ"-ის სურდა, რომ მათი სტუდიიდან "კავკასია" გაგველანძღა და ამ არხიდან "კავკასიას" რომ გავაშავებდით, "რეალ ტვ"-ის გათეთრება გამოდიოდა. ადამიანები "რეალ ტვ"-ის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და, რასაც ამბობენ, პირიქით აღიქვამენ... გადაწყდა, რომ პირველი მე უნდა გამოვსულიყავი, მერე - ზურა. ვიდრე ეთერში ჩაგვრთავდნენ, გაუშვეს სიუჟეტი, სადაც ითქვა, რომ "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "მაესტროს" მფლობელად ნინო ბურჯანაძეს ასახელებს, ხოლო "მართლმადიდებლური მოძრაობა" ჯანგირაშვილს ახალგაზრდების დაპატიმრების ხელშეწყობაში ადანაშაულებსო.

"რეალ ტვ"-ის სტუდიაში ჩვენი ყოფნით გამოდიოდა, რომ "ვათეთრებდით" "კავკასიას" და "ვაშავებდით" "მაესტროს". პირველი ორი კითხვაც ამაზე იყო - რას ფიქრობთ "მაესტროზე" და რა აქციებს გეგმავთ "კავკასიის" წინააღმდეგო? მოკლედ მოვჭერი, რომ "მაესტრო" ერთადერთი ობიექტური ტელევიზიაა, ხოლო "კავკასიამ" დაკვეთა კარგად შეასრულა-მეთქი. ამის შემდეგ პირდაპირ განვაცხადე, ვიმყოფები მკვლელ გურამ დონაძის ტელევიზიაში-მეთქი და... ხმა ჩაახშეს, ეთერი გათიშეს, სტუდიაში შემოცვივდნენ და მითხრეს, აქაურობა დატოვეო.

მე და ზურა ჩაჩანიძე გამოგვყარეს - როგორ გაბედეთ და დონაძე ახსენეთო.

მეორე დღეს კი გაუშვეს სიუჟეტი ჩემზე, სადაც კრიმინალად გამომიყვანეს. თურმე, მე ვარ კრიმინალი, 173-ე მუხლით ნასამართლევი, მაგრამ არ თქვეს, რას ეხება ეს 173-ე მუხლი. არადა, ამ მუხლით მართლა გამასამართლეს 2007 წლის შვიდ ნოემბერს აქციაზე პატრულისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. სამასი ლარით დამაჯარიმეს და ეს თანხა გადავიხადე. არადა, ვინც არ იცის, რას ითვალისწინებს ეს მუხლი, ნამდვილად კრიმინალი ვეგონებოდი... ახლა საუბრობენ დემოკრატიაზე და ერთი შემთხვევა გაიხსენონ მაინც, ვისთვის გაუთიშავთ პირდაპირი ეთერი.

- მანიფესტზე ვისაუბროთ...

- ეს მანიფესტი გეების ჟურნალში 1987 წელს დაიბეჭდა. იქ პირდაპირ არის აღწერილი, რა გეგმები აქვთ. ამ ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მანიფესტი იწყება სიტყვებით - "ჩვენ თქვენს შვილებს სექსუალურად გამოვიყენებთ... გავრყვნით თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, სპორტულ დარბაზებში, სემინარიებში"... "ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ თქვენს რიგებში შემოვაღწიეთ. ჩვენ გვეყოფა გამბედაობა, გამოვიყენოთ იარაღი და ავაგოთ ბარიკადები საბოლოო რევოლუციისათვის. ძრწოდეთ, ჰეტეროღორებო, რადგან თქვენ წინაშე ნიღბების გარეშე წარვდგებით!"

ამავე მანიფესტში წერია, რომ "ოჯახი, როგორც ტყუილის, ღალატის, სიმხდალის, პირფერობისა და სისასტიკის განსახიერება, ლიკვიდირებული იქნება". ანუ, არ არის მარტივად ყველაფერი, ასეთი ორიენტაციის ადამიანები ცოტანი არ არიან.

მათ აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი ქართულისა და ეროვნულის ჩაკვლას აპირებენ. მათი მთავარი თავშეყრის ადგილი თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაა, ისინი იქ 22 საათზე იკრიბებიან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მივიდნენ და ნახონ, რა ხდება. იმ ადგილას  ტაქსისტებიც კი არ აჩერებენ, რადგან იციან, იქ მდგომებს სადმე წაყვანა კი არა, სხვა რამ სურთ. ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა, სიჩუმე დანაშაულის ტოლფასია!

ამონარიდები გეების მანიფესტიდან

"ოჯახი, როგორც ტყუილის, ღალატის, სიმხდალის, პირფერობისა და სისასტიკის განსახიერება, ლიკვიდირებული იქნება"...

... "ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ თქვენს რიგებში შემოვაღწიეთ. ჩვენ გვეყოფა გამბედაობა, გამოვიყენოთ იარაღი და ავაგოთ ბარიკადები, საბოლოო რევოლუციისათვის. ძრწოდეთ, ჰეტეროღორებო, რადგან თქვენ წინაშე ნიღბების გარეშე წარვდგებით!"

არმაზ ხარძიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"