საქართველოში უხუცეს ქალბატონს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას ხვალ 130 წელი უსრულდება.
მხცოვან ქალბატონს იუბილეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ულოცავს.
მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წლის 8 ივლისს დაბადებული ანტისა ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს.