გიგი უგულავას ყოფილი ცოლი თხოვდება?

გიგი უგულავას ყოფილი ცოლი თხოვდება?

რა გასაკვირია, რომ ცნობილი ადამიანების ცხოვრება, მით უფრო მათი პირადი თავგადასავლები საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. ვინ ვის დაშორდა, ვინ იქორწინა, ვინ ვისთან გააბა რომანი - ასეთი ინფორმაცია ყოველთვის აინტერესებს მკითხველს. თან, როგორც იტყვიან, თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ჭორებიც სწრაფად ვრცელდება და ჟურნალისტებსაც ვერსად დაემალები.

ახალი ჭორ-მართალი ქალაქში გიგი უგულავას ცოლყოფილის - თაკო ცაგურიას გარშემო გავრცელდა. ჯერ კიდევ ზამთარში ამბობდნენ, რომ მერის პირველი მეუღლე გათხოვებას აპირებდა, ბატონი გიგი კი ამ ნაბიჯის გადადგმას უკრძალავდა(?). მაშინ ამასთან დაკავშირებით ქალბატონ თაკოს გაზეთი "ყველა სიახლე" დაუკავშირდა, მაგრამ მერის ცოლყოფილმა ეს ინფორმაცია უარყო: მე უკვე ვიყავი გათხოვილი და ასე მალე ახალი ოჯახის შექმნის საკითხს ვერ გადავწყვეტო, - ბრძანა. ისიც დააყოლა: გიგისთან გაყრილი ვარ, მას თავისი ოჯახი აქვს, მასთან ჯვარიც კი ავიყარე და არავის აქვს უფლება, თუნდაც ყოფილ მეუღლეს, ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოსო.

ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და გიგი უგულავას ცოლყოფილის გათხოვების შესახებ ცოტა ხნის წინ ისევ ალაპარაკდა "სრულიად თბილისი". ან რა გასაკვირია - საქმე ხომ ქალაქისთავს ეხება!.. მოკლედ, თქვენი მოთმინება რომ აღარ გამოვცადო, გაცნობებთ - შევიტყვეთ, რომ თაკო ცაგურიას რჩეული - ლევან გოთუა, ცნობილი პიანისტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მანანა დოიჯაშვილის ვაჟია.

ამბობენ, ლევანი თაკოზე რამდენიმე წლით უმცროსია და იმასაც აღნიშნავენ, რომ გიგი უგულავა და ლევან გოთუა წინათ კარგი მეგობრები იყვნენ... ლევანი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში, მაგრამ შვილი არ ჰყავთ. ამჯამად ის ერთ-ერთ ბანკში მუშაობს.

შეყვარებულმა წყვილმა თურმე რომანტიკული მოგზაურობა მოიწყო ეგვიპტეში და ამ მოგზაურობის ამსახველი ფოტოები თაკოს Facebook-ზე აქვს გამოფენილი.

შეგახსენებთ, რომ თაკო ცაგურია პროფესიით ექიმია და გიგი უგულავასთან მას ორი ქალიშვილი ჰყავს. ბომონდური ამბებით დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალაქის მერმა ლელა კილაძეზე იქორწინა. ადრე ლელაც გახლდათ დაქორწინებული და მას ერთი შვილი ჰყავს.

თბილისის "პირველი ლედი" სხვადასხვა დროს მუშაობდა: ვიზაჟისტად საქართველოს ტელევიზიის I არხზე მთავარ სპეციალისტად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ეკონომიკის სამინისტროში, კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად კულტურის სამინისტროში. ამჟამად ლელა კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მრჩეველია.

შვილის დაქორწინების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს დავუკავშირდით. მან ლევანისა და თაკოს რომანის ირგვლივ გავრცელებული ცნობების სინამდვილე უარყო და დასძინა, - ისინი უბრალოდ, მეგობრები არიანო. "ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. გეუბნებით ფაქტს, რომ ეს სიცრუეა", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა მანანამ. არადა, ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაგვიდასტურა, რომ ლევანი და თაკო დიდი ხანია, ერთად არიან...

ჩვენი მხრიდან დავძენთ: არაფერს ვამტკიცებთ, მხოლოდ იმ ინფორმაციას გადმოგცემთ, რომელიც გავრცელდა და ამდენად, უკვე საზოგადოების განსჯის საგნად იქცა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს...

ეკა ქავთარაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"