პირველად ბოლო ორი წლის მანძილზე რუსული ავიაკომპანია ”სიბირის” თვითმფრინავი 23 აგვისტოს მოსკოვიდან თბილისში გამოფრინდა. თვითმფრინავი ”დომოდედოვოს” აეროპორტიდან მოსკოვის დროით 10:25 საათზე აფრინდა.
რეისებს ავიაკომპანია ორშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათობით თვითმფრინავ А-319 -ით შეასრულებს.
გასულ ხუთშაბათს პირველი ჩარტერული რეისი თბილისიდან მოსკოვისკენ ავიაკომპანია ”აირზენამ” შეასრულა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.