ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

ფშავ-ხევსურეთში 110 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. საკითხზე ჯერჯერობით მთავრობა მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი შოვნაძემ განუცხადა, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეროვნული პარკი ხევსურეთსა და ფშავის ზემო ნაწილს მოიცავს. ეროვნული პარკის შექმნის შემდეგ კი, როგორც შოვნაძე ამბობს, მოხდება აღნიშნული ტერიტორიის ადმინისტრირება, დაცვა, კონსერვაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.

რაც შეეხება ეროვნულ პარკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, შოვნაძის განცხადებით, ეროვნული პარკის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არის შემუშავებული და ისეთ ტრადიციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, როგორიცაა ნადირობა, თევზაობა თუ შეშის ჭრა, მოსახლეობის ინტერესები აბსოლუტურად დაცული იქნება.

ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკის შექმნა კანონმდებლობაში ცვლილებას საჭიროებს. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საკითხი განსახილველად და დასამტკიცებლად, პარლამენტში უნდა შევიდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"