2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
25 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge, results.naec.ge) და "კვირის პალიტრის" სპეციალურ გამოშვებაში 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი ჩარიცხვების შედეგები და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი გამოქვეყნდება.
ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესახებ გამოქვეყნდება მეორადი ჩარიცხვების დასრულების შემდეგ (საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას).
ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება იწარმოებს 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადები მიიღება: თბილისში - კოსტავას 77 (ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი), რაიონებში - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში.