დამწვრობის ცენტრში მყოფი ხუთი მაღაროელის მდგომარეობა მძიმეა

დამწვრობის ცენტრში მყოფი ხუთი მაღაროელის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი მაღაროელის მდგომარეობა, რომლებიც თბილისის დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით გადმოიყვანეს, მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ექიმმა, გია კვინიკაძემ განუცხადა.

"დაზარალებულების მდგომარეობა უმძიმესია, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ დამწვრობა შესაძლოა, მათი სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. ამ დროისთვის ხუთივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება", - აღნიშნა გია კვინიკაძემ.

აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

კიდევ ორი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"