ორი ტყიბულელი მაღაროელი ამ დრომდე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა მძიმეა.
"ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთს წვივის ძვლის ღია მოტეხილობა აქვს, მეორეს კი - ლავიწის ძვლის ამოვარდნა. ამასთან, ორვეს დამწვრობა აქვს მიღებული. მოგვიანებით ორივე პაციენტს დამწვრობის ცენტრში გადავიყვანთ", - განაცხადეს საავადმყოფოში.
აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ხუთი დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მათი მდგომარეობაც მძიმეა.