საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 27 აგვისტოს ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა დაკრძალვისა და დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი მძიმედ დაშავდა.