რუსეთსა და საქართველოს შორის სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლა დაიწყო

რუსეთსა და საქართველოს შორის სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლა დაიწყო

თბილისის ცენტრალურმა ავტოვაგზალმა მიკროავტობუსი გაატარა, რომელიც თბილისი-ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით რეისს ასრულებდა. ამის შესახებ "სვობოდნაია გრუზიას" საიტი იტყობინება.

მიკროავტობუს "ფორდ-ტრანზიტს" 15 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და მგზავრები "ყაზბეგი - ზემო ლარსის" სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიჰყავს. საბაჟოს გავლის შემდეგ მგზავრები სხვა მიკროავტობუსით განაგრძობენ გზას, რომელიც საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მიემგზავრება.

მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი მძღოლის ინიციატივით აღდგა, რომელმაც შესაბამისი შეთანხმება გააფორმა. მგზავრობის საფასური 100 ლარს შეადგენს.

მომზადებულია svobodnaya-gruzia.com-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"