თბილისი-მიუნჰენის ავიარეისის მგზავრებს გერმანიაში გამგზავრებისას პრობლემები შეექმნათ

თბილისი-მიუნჰენის ავიარეისის მგზავრებს გერმანიაში გამგზავრებისას პრობლემები შეექმნათ

თბილისი-მიუნჰენის ავიარეისის მგზავრებს გერმანიაში გამგზავრებისას პრობლემები შეექმნათ.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" გადაწყვეტილებით, რამდენიმე მგზავრს თვითმფრინავის დატოვება მოუწია. ამასთან, დღეს გამთენიისას ერთი საათით დაგვიანებით შესრულებული რეისით არ გადაიტანეს მგზავრების ბარგიც.

"ლუფთჰანზას" საქართველოს წარმომადგენლობაში ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. ასევე, არ სახელდება, რამდენ მგზავრს მოუწია თბილისში დარჩენა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემების მიზეზად წონის გადაჭარბება და გადატვირთულობა სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"