საქართველოში კულინარული სასწავლებელი გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ტურიზმის სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ეკუთვნის.
სააკაშვილის თქმით, კულინარია ტურიზმის სტრატეგიული დარგია და ახალი ინიციატივა ქართული კულინარიის საზღვარგარეთ გატანას შეუწყობს ხელს.
"პრეზიდენტის სასახლის სამზარეულო გადავეცით დევნილ ბავშვებს ვერა ქობალიას მოთხოვნით. ვერას აქვს სისხლში კულინარული ხელოვნება და კარგი იქნება, თუ ამ ბავშვებს კულინარიას ასწავლიან. ეს სტრატეგიული დარგია ტურიზმისთვის. კულინარული სასწავლებელი მოგვცემს საშუალებას, ქართული კულინარია საზღვარგარეთ გავიტანოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.