დაშავებული მაღაროელების მდგომარეობა შედარებით გართულდა

დაშავებული მაღაროელების მდგომარეობა შედარებით გართულდა

თბილისის დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მაღაროელების მდგომარეობა შედარებით გართულდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში აცნობეს.

"გარდა იმისა, რომ მათ აქვთ დამწვრობა, რამდენიმეს მოტეხილობაც აღენიშნება, პაციენტებს ინტოქსიკაცია დაეწყოთ. ასეთ შემთხვევებში პირველი 10 დღის განმავლობაში, როგორც წესი, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება-ხოლმე. ამდენად, ჩვენ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას ველოდებით", - განაცხადეს დამწვრობის ცენტრში.

აქვე აღნიშნეს, რომ შვიდივე დაზარალებული მაღაროელი რენიმაციის განყოფილებაში რჩება. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 28, ხოლო ყველაზე უფროსი 60 წლის არის.

აფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 7 დაზარალებული თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"