USAID-ი გორში 8 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს

USAID-ი გორში 8 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტში USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხების ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა იწყება.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა პროექტების ბენეფიციარებთან 22 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

USAID-ის მიერ პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 8 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში იგეგმება გორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე მსხვილი პროექტების დაფინანსება. მათ შორის, რკინიგზის დასახლების კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, 4 კმ სიგრძეზე ქუჩებისა და ტროტუარების მოწყობა.

რკინიგზის დასახლება ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანია. დასახლებას დღემდე არ აქვს საკანალიზაციო სისტემა. რაც შეეხება სასმელი წყლის სისტემას, იგი დაახლოებით 2 კმ სიგრძისაა, რომელიც 35-40 წლის წინ არის დამონტაჟებილი და რეკონსტრუქციას მოითხოვს, ხოლო დასახლების 30 ქუჩის ასფალტის საფარის ფეხით სავალი ნაწილი მთლიანად ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

ჯამში სამივე პროექტისთვის გამოყოფილია 5 მილიონი ლარი. პროექტების განხორციელების შედეგად დასახლების მცხოვრებლებს გაუუმჯობესდებათ სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ასევე უსაფრთხო გახდება გადაადგილება.

გარდა რკინიგზის დასახლებისა, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები დაფინანსდება ფეიქართა დასახლებაშიც, სადაც იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების შიდა-წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, მოსკოვის ქუჩაზე განხორციელდება ასფალტის საფარის და ტროტუარების მოწყობა. მოსკოვის ქუჩის რეაბილიტაცია 550 ათასი ლარით დაფინანსდება და ისარგებლებს როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები.

ფეიქართა დასახლებაში წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია 2009 წელს განხორციელდა, მაგრამ კორპუსებში შიდა სისტემის გაუმართაობის გამო წყლის უმიზნოდ კარგვა ხდება, რაც იწვევს დებეტის და წნევის დანაკარგებს; შესაბამისად, მოსახლეობა ვერ იღებს სასმელ წყალს. პროექტის განხორციელებით, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი ლარია, სასმელი წყლის მიწოდება და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები გაუუმჯობესდება დასახლებაში მდებარე 290 კორპუსის 17 ათას მცხოვრებს.

გარდა აღნიშნული პროექტებისა, USAID დააფინასებს 26 მაისის სანაპიროს რეაბილიტაციასაც. სანაპიროს საყრდენი კედელი, ქუჩა და ტროტუარი დაზიანდა მდინარე ლიახვის ადიდებისას. კედლის ადგილი გამაგრდა ქვანაყარით. ახლა აღსადგენია ტროტუარი და ქუჩა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"