მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ "გიგანტური ბორბალი" გამართულად მუშაობს

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ "გიგანტური ბორბალი" გამართულად მუშაობს

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, შორენა ცხოვრებაშვილმა განუცხადა, "გიგანტური ბორბალი" გუშინდელი საზეიმო გახსნიდან ერთ საათში გადატვირთვის გამო გაჩერდა.

"გახსნიდან რამდენიმე წუთში "გიგნატურ ბორბალს" ხალხის ბრბო მოაწყდა. ჩვენმა ოპერატორებმა და დაცვამ მათი შეკავება ვერ შეძლო. ხალხის დასაშვებ ოდენობაზე მეტი შევარდა კაბინებში, რის გამოც ბორბალი ავტომატურად უკან დატრიალდა. ეს არის დაცვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ამუშავდა, რათა დამსვენებლებს კაბინები დაეცალათ", - აღნიშნა ცხოვრებაშვილმა.

მისივე მტკიცებით, "გიგანტური ბორბალი" დღეს, 13.00 საათიდან დაიწყებს მუშაობას და ყოველდღე შეუფერხებლად იმუშავებს.

რეკონსტრუირებული ატრაქციონი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და პარკის ხელმძღვანელობამ გუშინ გახსნეს.

62 მეტრის სიმაღლის ბორბალი 44 დახურული ტიპის კაბინისგან შედგება, საიდანაც დედაქალაქის ხედები იშლება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"