საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე პირადობის მოწმობა აღარ გაიცემა

საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე პირადობის მოწმობა აღარ გაიცემა

საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზე პირადობის მოწმობა აღარ გაიცემა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში შედის.

როგორც კანონპროექტის განმატებით ბარათშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ქვეყნის შიდა მოხმარების დოკუმენტს წარმოადგენს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ და საკონსულო დაწესებულებამ პირისთვის საზღვარგარეთ პირადობის მოწმობა გასცენ.

კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მხოლოდ რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ ბაზაში ასახვით და პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, პირდაპირ პასპორტი გაიცემა.

კანონპროექტის ავტორი საგარეო საქმეთა სამინისტროა და მის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"