დიღმის ველზე, d=1200 მმ წყალდენზე ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, 20:00-დან 24:00 საათამდე წყალი არ მიეწოდება ლუბლიანას ქუჩას, დიღმის მასივს, დიღმის მე-7 და მე-8 დასახლებებს, კოსტავას #45-ს, თაბუკაშვილის, ლესელიძის, ვერცხლის, ნაკაშიძის, დიუმას, ერეკლე მეორის, ყავლაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებს.
წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანულას დასახლებას, გლდანის მასივის III, IIIა, V, VII, VIII მ/რ-ს. კონიაკის დასახლებას, თემქის III მ/რ-ს.
სამუშაოებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბრიგადები დილიდან შეუდგებიან. კომპანია ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.