კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:49 / 02-10-2010
ლარს 15 წელი შეუსრულდა
"ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას.

ლარის "იუბილის" შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის ექსპერტმა და საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრმა, ლადო პაპავამ შეახსენა.

ლადო პაპავას განმარტებით, ლარის პირველი პარტია საფრანგეთში დაიბეჭდა, საფრანგეთშივე მოიჭრა ქართული "თეთრები". ეროვნული ვალუტის დამზადება საფრანგეთის მთავრობის გრანტით გახდა შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლადო პაპავამ მოუთხრო, ქართული ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იღებს სათავეს და დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ეკონომიკის მომავალზე ფიქრს უკავშირდებოდა. იმავე პერიოდში შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს კონცეფცია, რომელშიც ასახული იყო
ვალუტის შემოღების მექანიზმები.

ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, შეიქმნა სპეციალური კომისია აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც ეროვნული ვალუტის შემოღებაზე უნდა ემუშავა.

კომისიაზე განიხილებოდა საკითხი, რა უნდა რქმეოდა ქართულ ვალუტას. აკადემიკოს ჩანტლაძის წინადადებით, ეროვნულ ვალუტას უნდა რქმეოდა "მარჩი", რომან გოცირიძეს წინადადება იყო -"ქართული მანეთი", ლადო პაპავას წინადადება კი იყო - "თეთრი". გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, პროცესი დროებით შეჩერდა.

ამასთან, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სახელწოდება "ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ჩანტლაძემ, მინისტრთა კაბინეტისთვის შედგენილ პროექტში. ლარი შეირჩა კიდეც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად.

1992 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, ვიცე-პრემიერმა, რომან გოცირიძემ ყველასთვის მოულოდნელად ფონდისგან უარი მიიღო. ფონდი მიიჩნევდა, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები რუბლის ზონაში უნდა დარჩენილიყვნენ და არც ერთ რესპუბლიკას საკუთარი ვალუტა არ უნდა შემოეღო.

1992 წლის ბოლოდან რუსეთმა, პრაქტიკულად, შეაჩერა საქართველოსთვის ბანკნოტების გამოგზავნა. ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოეღო დროებითი ფული -კუპონი. ( 1993 წლის აპრილი). კუპონის შემოღებისას თავიდანვე დაშვებული იყო შეცდომა - მთავრობამ, პარალელურად, მიმოქცევაში დატოვა რუსული რუბლი, რის გამოც კუპონი განწირულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კუპონით შესაძლებელი იყო მხოლო პურის ყიდვა, რომელზეც ფასებს მთავრობა ადგენდა. უკმარისობის გამო, პური იყიდებოდა ტალონებზეც. ამას დაემატა ორი უბედურება -კომერციული ბანკები მუშაობდნენ ოვერდრაფტის რეჟიმში (ხარჯავდნენ იმ ფულს, რომელიც სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ), ხოლო მეორე - 1993-1994 წლების საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი.

შემდეგ მთავრობა იძულებული იყო, ეროვნული ბანკიდან აეღო სესხები და ამის საფუძველზე გაეწია ხარჯები. ამიტომ 1993-1994 წლებში ინფლაცია იყო, საშუალოდ, 50-70%, ხოლო პური იყიდებოდა მხოლოდ ტალონებზე. ამ პერიოდში პენსია ამერიკული 10 ცენტის ეკვივალენტს, ხოლო საშუალო ხელფასი 1,5 აშშ დოლარს შეადგენდა.

1994 წლიდან საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პირველი პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა და ერვნული ვალუტის შექმნა. ამისათვის უნდა გაკეთებულიყო სამი რამ - 1. ბანკებს აკრძალვოდათ ოვერდრაფტის რეჟიმში მუშაობა; 2. ქვეყანას ჰქონოდა პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტის არაინფლაციური წყაროთი; 3. პურზე ფასები უნდა გათავისუფლებულიყო.

1994 წლის სექტემბრიდან პურზე ფასები გავზარდეთ 285-ჯერ, ხოლო ხელფასებისა და პენსიების ზრდა კომპენსაციის მიზნით იყო - 20%-ით.
"1995 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა კომერციულ ბანკებს აუკრძალა ოვერდრაფტით მუშაობა. 1995 წლიდან საქართველოს აქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იმჟამად ფინანსთა მინისტრის, დავით იაკობიძის სახელთან არის დაკავშირებული.

ხოლო მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, მევალებოდა პურზე ფასების ეტაპობრივი ზრდის უზრუნველყოფა და პურზე ფასების საბოლოოდ გათავისუფლება. მთელ ამ სამუშაოს კოორდინირებდა იმჟამად ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია. 1995 წელს მოვთოკეთ ჰიპერიმფლაცია და უკვე 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოვიდა ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი",- აღნიშნა პაპავამ.

ქართულმა ლარმა არა მხოლოდ კუპონი, არამედ რუსული რუბლიც ჩაანაცვლა.
"ეროვნული ვალუტა ისეთივე სიმბოლოა ქვეყნის, როგორც ჰიმნი, გერბი, დროშა და მეტიც, რადგან ეროვნული ვალუტა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველია. მოსახლეობამ ლარი მიიღო. 1998 წელს საქართველომ რუსული რუბლის დეფოლტის გამო უარყოფითი ზეგავლენა განიცადა, თუმცა 2003 წელს იყო რევოლუცია, 2008 წლის აგვისტოში - რუსული აგრესია, ლარმა ყოველივე ამას გაუძლო.

ვამაყობ, რომ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ დიდ ეროვნულ საქმეში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. ძალიან ვწუხვარ, რომ ლარის 15-წლის იუბილე ხელისუფლებას არ გახსენებია. ალბათ ეს იმიტომაც ხდება, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ უარყოფილია ყველაფერი, რაც კი 2003 წლამდე ქვეყნისთვის სასიკეთო გაკეთებულა. ლარის შემოღების ტოლფასი რეფორმა საქართველოში ჯერ არ გატარებულა", - მიიჩნევს ლადო პაპავა.

"ინტერპრესნიუსი"
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49