კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:14 / 25-10-2010
ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია
ანთროპოლოგებმა დაადასტურეს, რომ მე-7 საუკუნის წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, ანთროპოლოგების მიერ უკვე დადასტურდა, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში ახლახან აღმოჩენილი საფლავებიდან, ერთ-ერთი მე-7 საუკუნის წმინდანს, ღირს მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის.

"სულ საკურთხეველში არქეოლოგებმა გათხრების შედეგად, 4 საფლავი აღმოაჩინეს, მათგან ერთ-ერთი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის. ცნობილია, რომ მისი აღმსარებლობის გამო, მას ენა და ხელი მოკვეთეს. ანთროპოლოგებმა აღნიშნული დაადასტურეს. ასევე, დადასტურებულია ასაკი - ღირსი მაქსიმე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა", - აცხადებენ ყოვლადწმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის საკურთხეველში, წმინდანის საფლავის მოძიების ინიციატივა ცაგერისა და ლენტეხის მთავარ ეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს ეკუთვნის. ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ტაძრის იატაკი აიღეს.
დღეს დასრულდა ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მაქსიმე აღმსარებლის საფლავის დადასტურებას ეძღვნებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში პრესკონფერენციაც გაიმართება.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი კონსტანტინოპოლში 580 წელს დაიბადა. იყო იმპერატორ ჰერაკლეს I მდივანი, მაგრამ შემდეგ, მან მიატოვა სამეფო
კარის ცხოვრება და ბერად აღიკვეცა. იგი მონოთეისტობის წინააღმდეგ იბრძოდა (ეს ცრუ სწავლება ერთი ღვთაებრივი დედისა და ერთი ღვთაებრივი ქმედების შესახებ ქადაგებდა), რის გამოც, მას ჯერ ენა, შემდეგ ხელი მოაჭრეს, იდევნებოდა საკუთარ სამშობლოში. იგი გადმოასახლეს ცაგერში. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.

"ინტერპრესნიუსი"
14:04 / 12-10-2012
უდიდესი წმინდანი!!! მსოფლიო დონის წმინდანი!!! გვფარავდეს ამ წმინდანის მადლი!!!
MAQSIME
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:58 / 24-07-2014  Image ლალი მოროშკინას ოპერაცია გაუკეთეს
+PHOTO: სისხლი თუ არ გამოვუშვი პერიოდულად არაფერი გამოდის..."
16:13 / 24-07-2014  Image ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ჰოლანდიიდან გაძევებას ითხოვენ
მის სახლთან პროტესტის გამოხატვას უკრაინელებიც გეგმავენ
13:21 / 24-07-2014  Image ქართველი ბიზნესმენი, რომელიც ჩინეთში "კაცი გამოძახებით" მუშაობს
"კაცობის სადღეგრძელოს რომ ვსვამ, მაგრად მიტყდება"
11:48 / 24-07-2014  Image ბიჭოლა და ქეთა თოფურია იურმალაზე
პირველი დღის მონაცემებით, ნუცა კონკურსანტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
10:54 / 24-07-2014  Image "მარიამ კოჩალაძის მკვლელობა შეკვეთილი იყო" - ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მოკლული გოგონას შესახებ
გოგონას ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს ხელახალ გამოძიებას სთხოვს
”მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ...”...