ქართველი მეცნიერის მტკიცებით, სიმელოტეს მზის რადიაცია იწვევს

ქართველი მეცნიერის მტკიცებით, სიმელოტეს მზის რადიაცია იწვევს

ქართველი მეცნიერის თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, სიმელოტე შეძენილი დაავადებაა და მისი თავიდან არიდება შესაძლებელია.

DKC სამკურნალო კომბინატში დღეს სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქართველმა მეცნიერმა თამაზ თამაზაშვილმა სიმელოტის შესაჩერებლად, მის მიერ გაკეთებული აღმოჩენის შესახებ ისაუბრა. კონფერენციას სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, სიმელოტის ნამდვილი მიზეზი არა ანდროგენებია, როგორც ეს აქამდე იყო მიჩნეული, არამედ მზის რადიაციის გავლენა თმის ფოლიკულებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიმელოტე არა მემკვიდრეობითია, არამედ შეძენილი დაავადებაა და დროულად მკურნალობის დაწყების შემთხვევაში თმის ცვენის შეჩერება შეიძლება.

თამაზაშვილმა სიმელოტისგან დასაცავად, თმის ცვენის მკურნალობის მეთოდიც შეიმუშავა. ახალი აღმოჩენის შესახებ მან წიგნში ასახა, რომლის პრეზენტაცია ერთი თვის წინ ნიუ-ორკში ჩატარდა. ამასთან, მეცნიერს ეს აღმოჩენა განსახილველად ამერიკის თმის ტრანსპლანტაციის კონგრესზე აქვს წარდგენილი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰეალაინ ინტერნეიშნალის" ხელმძღვანელმა თამაზ თამაზაშვილმა განუცხადა, თმის ცვენის პრობლემაზე იგი 15 წელი მუშაობდა. სიმელოტის მკურნალობას რამდენიმე თვეში დაიწყებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"