რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და მისი საყვარელი დარია ჟუკოვა შვილთან ერთად კარიბის ზღვაში მდებარე ბარტსეს კუნძულზე ისვენებენ.
ამ დღეებში აბრამოვიჩის უმცროს მემკვიდრეს ერთ წელი შეუსრულდა. პაპარაცებმა პატარა აარონი სანტ-ბარტსეს კუნძულზე მშობლებთან ერთად ზღვაში ბანაობის დროს გადაიღეს. დარია შვილს ტალღებზე ათამაშებდა.
ზღვის სანაპიროზე ოლიგარქს 90 მლნ დოლარად ღირებული სახლი აქვს. კუნძულზე ოჯახი აბრამოვიჩის იახტით (Luna) ჩავიდა.
აბრამოვიჩი მალე, შესაძლოა, ბაბუაც გახდეს. მილიარდერის ქალიშვილმა, 18 წლის ანამ, რომელიც გაზაფხულზე იქორწინებს, განაცხადა, რომ მომავალ წელს შვილის გაჩენას აპირებს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.