რუსეთის საპატრიარქო რუს ქალბატონებს მოუწოდებს, კავკასიელი მამაკაცების პროვოცირებისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საპატრიარქო რუს ქალბატონებს მოუწოდებს, კავკასიელი მამაკაცების პროვოცირებისგან თავი შეიკავონ

მოსკოვის საპატრიარქო რუს ქალბატონებს ურჩევს, კავკასიელი მამაკაცების პროვოცირებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ გამოცემა "ნიუსლენდი" იუწყება.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებისა და ეკლესიის ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, თუ რუს ქალბატონს მინი-კაბა აცვია, მას შეუძლია არა მხოლოდ კავკასიელი, არამედ რუსი მამაკაცის პროვოცირება. "ამასთან, თუ ეს ქალბატონი ნასვამია და აქტიურად მოუწოდებს მამაკაცებს კონტაქტისკენ, შემდეგ უკვირთ, რომ ეს კონტაქტი ძალადობით მთავრდება", - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

მამა ვსევოლოდმა რუს ქალბატონებს მოუწოდა, გარეგნულ მხარეს სერიოზულობით მიუდგნენ. "ჩვენი ქალბატონების გარეგნული მხარე სერიოზული თემაა, რომელიც განხილვას საჭიროებს", - აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"