გაკვეთილის თემა - "მიშა მაგარია!"

გაკვეთილის თემა - "მიშა მაგარია!"

180-ე საჯარო სკოლაში მე-4 კლასის დამრიგებელმა ვერიკო პავლიაშვილმა ამავე კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარა - ბავშვებს უნდა დაეწერათ, რატომ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონი ვერიკო მოსწავლეებს შეჰპირდა, რომ თვითონაც მოიძიებდა პრეზიდენტის საქებარ ინფორმაციას, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოსწავლესთან შელაპარაკება მოუვიდა - მეოთხეკლასელმა დამრიგებელს უთხრა, არსებობს ხალხი, ვისაც სულაც არ მოსწონს პრეზიდენტიო, რაზეც მასწავლებელი გაბრაზდა, - არ შეიძლება, არ მოგწონდეთ ჩვენი ბელადიო.

ქალბატონ ვერიკო პავლიაშვილს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავუკავშირდით. თუმცა მოვახერხეთ გასაუბრება 180-ე სკოლის დირექტორის მოადგილესთან:

- ვერიკო მსგავს გაკვეთილს ვერ ჩაატარებდა, იმიტომ, რომ მაგ დროს ბაზარში იყო.

- თუკი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ბაზარში რატომ იყო?

- გაკვეთილის მიმდინარეობისას ასეთ თემაზე ლაპარაკი სულაც არ არის დანაშაული. ეს, ალბათ, საუბარმა მოიტანა.

- როგორც ვიცი, ამის გამო მასწავლებელი და მოსწავლე შელაპარაკდნენ, რადგან მოსწავლეს განსხვავებული აზრი ჰქონდა პრეზიდენტზე...

- პრეზიდენტის ლანძღვას ნამდვილად ვკრძალავთ სკოლაში, ამას არ დავუშვებთ.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"