საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება

საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება

საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში მოაწერეს ხელი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება მომავალში ჩოგბურთის პოპულარობასაც გაზრდის და სპორტის ეს სახეობა უფრო მეტი მოზარდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით შეირჩევა საჯარო სკოლები, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს და სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს. ფედერაცია სამინისტროს მიერ შერჩეული სკოლების შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს.

2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, აწყობენ სასკოლო ჩემპიონატებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სკოლა ერთვება. ჯერჯერობით პოპულარობით სპორტის სამი სახეობა - ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი სარგებლობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"