თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვის დასრულებამდე, თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

თბილისის მერიაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა რაოდენობის ავტობესები დაემატება ხაზებს, რათა მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

როგორც მერიაში აცხადებენ, დამატებით გამოყოფილი ავტობუსები დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების გაფიცვის შეწყვეტამდე იმოძრავებენ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების განცხადებით, გაფიცვა ორშაბათამდე გაგრძელდება. მათი პროტესტი მარტის თვიდან ყოველდღიური გადასახადის გაზრდის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.

მძღოლების განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მათგან დღეში 20-დან 40 ლარამდე გადასახადს ითხოვენ. მერიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"