საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილიშვილი, რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე მამიდა გახდა - ლონდონში მცხოვრებ მის ძმას, ლაშას, პირველი შვილი შეეძინა, პატარა ედუარდი.
-სოფიკო, საქართველოში დაიბადეთ, საფრანგეთში გაიზარდეთ, ამერიკაში სწავლობდით, ახლა კი რუსეთში მუშაობთ. რომელ კულტურას მიაკუთვნებთ საკუთარ თავს?
-არ არის რთული შეკითხვა. თავში ნამდვილი არეულობა მაქვს, სიზმრებსაც კი სხვადასხვა ენაზე ვნახულობ. რასაკვირველია, 100%-იან ქართველად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება არ მინდა. თან ვატარებ საქართველოს, მიყვარს, მაგრამ ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს -როგორც თევზი წყალში. ახლა მოსკოვში ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ქართველი ვარ, რომელიც ბედნიერია რუსეთში. საერთოდ კი მგონია, რომ ყველა საზღვარი კარგა ხანია წაიშალა. იქ ვცხოვრობთ, სადაც გვსურს და სადაც საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.
-ქართულ-ოსური კონფლიქტის გაშუქებაში თუ მონაწილეობდით?
-ამას დიდი ამბავი უკავშირდება. მივლინებიდან ვბრუნდებოდი, 8-ში თუ 9-ში კი ეთერში უნდა დავმჯდარიყავი -მაშინ ახალი ამბები მიმყავდა. მაშინვე გაჩნდა შეკითხვა -როგორ უნდა გავმკლავებოდი სიტუაციას? მე ხომ ქართველი ვარ, ჩემს ქვეყანაზეა ლაპარაკი, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. მეორე მხრივ კი, ჟურნალისტი ვარ, სატელევიზიო არხის სახე... კიდევ კარგი, ხელმძღვანელობამ დამინდო, ეთერიდან გამათავისუფლეს. ეს მართებული გადაწყვეტილება იყო.
-ყველამ იცის, რომ შესანიშნავად შეგიძილათ რადიოსა თუ ტელევიზიაში თქვენს სტუმართან საუბრის წაყვანა. თუმცა ეს თქვენი ერთადერთი ნიჭი არ არის - კიდევ ცეკვავთ და მღერით...
-დიახ, კარგად ვცეკვავ. ალბათ ამიტომ გავხდი პროექტის "ვარსკვლავებთან ცეკვების" ფინალისტი. რაც შეეხება სიმღერას, მართალია, რუსეთის პირველი არხის საახალწლო გადაცემაში ვიმღერე, თუმცა ეს ფონოგრამა იყო. ამიტომაც დავთანხმდი ამ წინადადებას.
-თქვენს ახალგამოქვეყნებულ ფოტოებზე ბავშვთან ერთად ხართ...
-ეს ჩემი ძმის, ლაშას შვილია, პატარა ედუკა. ჩემი შვილი ჯერ, სამწუხაროდ, არ მყავს.
-არადა, სასურველი საპატარძლო ხართ - მოსკოვში ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობთ, კარგი სამსახური გაქვთ, კარგი გარეგნობა...
-21 წლის ვიყავი, მართლა რომ ვაპირებდი გათხოვებას. მაშინ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და იქ შევხვდი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს. ის ამერიკაში მაკითხავდა, მე მას -საქართველოში. დანიშნულებიც ვიყავით. ბაბუასაც გავაცანი, მაგრამ ჯვრისწერამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე უცებ მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად ამ ადამიანთან გამეტარებინა მთელი ცხოვრება...
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)