მთვარე დედამიწას 22:14 საათზე მიუახლოვდება

მთვარე დედამიწას 22:14 საათზე მიუახლოვდება

დედამიწას მთვარე დღეს 22.14 საათზე მაქსიმალურად მიუახლოვდება, თუმცა მთვარის მოახლოვება არავითარ ბუნებრივ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა.

"ასტრონომები დღეს არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდებით, მთვარე დედამიწას მომავალშიც მოუახლოვდება. ეს არის პროცესი, რაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანები მშვიდად უნდა შეხვდნენ", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წლებში მსგავსი პროცესის დროს მანძილი მთვარესა და დედამიწას შორის უფრო ნაკლები იყო, მაგალითად 1993 წელს მთვარე დედამიწასთან 40 კილომეტრით იმაზე ახლოს მოვიდა, ვიდრე ეს დღეს მოხდება.

"მთვარე დედამიწასთან 1993, 2005 და 2008 წლებში უფრო ახლოს მოვიდა, ვიდრე დღეს მოხდება. მაშინ არაფერი მომხდარა და არც დღეს მოხდება რამე",- განაცხადა გიორგი ჯავახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"