წელს ახალშობილებს მხედარი, ფუჩქი, ფიზიკა, კუკუშა და მოქეიფე დაარქვეს

წელს ახალშობილებს მხედარი, ფუჩქი, ფიზიკა, კუკუშა და მოქეიფე დაარქვეს

საქართველოში მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ.

მანამდე სამოქალაქე რეესტრის მონაცემების თანახმად, ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელი გიორგი ინარჩუნებდა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი (907-მათ შორის 131 ნიკა), გიორგი (767), ლუკა (517), საბა (508), დავითი (474), ალექსანდრე (340-მათ შორის 145 სანდრო), ანდრია (229), მათე (157), დემეტრე (130), ილია (119), ირაკლი (106) და სხვა.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: მარიამი (977), ნინო (721-მათ შორის 215 ნინი), ანა (584-მათ შორის 158 ანი, 121 ანანო), ელენე (425), ანასტასია (419), ბარბარე (368), ლიზი (338), ნია (136), სალომე (135), ლიკა (93), თამარი (91) და სხვა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელები ასეთია: მამაკაცის სახელები: 1. გიორგი 2. დავითი; 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე; 5. ლევანი; 6. თეიმურაზი - (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10. ირაკლი და სხვა.

ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე (მარინა); 4. მარიამი; 5. ლია (ლიანა); 6. მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი და სხვა.

საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"