ვინ არის ეკა ზღულაძის მეორე ქმარი?

ვინ არის ეკა ზღულაძის მეორე ქმარი?

2 მაისს რესტორან "პურის სახლში" შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე საკუთარ ქორწილს აღნიშნავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეორე ქმარი ებრაული წარმოშობის ფრანგი ჟურნალისტი, კინორეჟისორ-დოკუმენტალისტი, 32 წლის რაფაელ გლუკსმანია, ამის შესახებ გაზეთი ”ალია” წერს.

ეკა ზღულაძე, დაახლოებით, ერთი წლის წინ გეგა ფალავანდიშვილს (ამჟამად პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი) დაშორდა, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს.

რესტორან "პურის სახლის" თანამშრომელთა ნაწილი კულუარულად ადასტურებს, რომ ეკა ზღულაძის ქორწილი ამ რესტორანში მართლაც გაიმართა, თუმცა ოფიციალურ კომენტარს ყველა თავს არიდებს. გაზეთის ინფორმაციით, ქორწილში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეც იმყოფებოდა, რომელსაც ცნობილი ინციდენტი სწორედ ამ ქორწილიდან შინ დაბრუნების შემდეგ შეემთხვა.

ზღულაძის ფრანგი მეუღლე, ოფიციალური ინორმაციით, ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერალ ანდრეი გლუკსმანის შვილია. მან პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინტიტუტი დაამთავრა.

რაფაელ გლუკსმანს გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები - "დახოცეთ ყველა", რომელიც რუანდაში მომხდარ გენოციდს ეძღვნება და ფილმი 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შესახებ.

არის ორგანიზაცია - "სწავლა საზღვრების გარეშე" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ჩეჩენ ახალგაზრდებს ევროპის უნივერსიტეტში განათლების მიღებაში ეხმარებოდა.

გლუკსმანმა 2008 წელს მამასთან ერთად დაწერა წიგნი "მაისი, 1968 წელი, განმარტებები ნიკოლა სარკოზისთვის", აგვისტოს ომის დროს ღიად უჭერდა მხარს საქართველოს და სააკაშვილის პოლიტიკას. ცოტა ხნის წინ კი გამოსცა წიგნი "ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან".

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"