ოთარ მარცვალაძის გოლი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. ქართველმა ფეხბურთელმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემადგენლობაში "ტომთან" მატჩში მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული დარტყმით ცხრიანში შეაგდო.
TVGOLO.COM-ზე კვირის ათი გოლიდან საუკეთესოს გულშემატკივრები აფასებენ. ოთარ მარცვალაძის გოლი გამოკითხულთა 35.59 პროცენტს მოეწონა.
ამავე რეიტინგით, ქართველი ფეხბურთელი მნიშვნელოვანი უპირატესობით ბრაზილიელ ვარსკვლავს რონალდინიოს უსწრებს.
ქართველი ფეხბურთელის გოლი მსოფლიოს წამყვანმა ტელეარხებმა რამდენჯერმე აჩვენეს.