ბოტანიკურ ბაღს გაუქმება ემუქრება

ბოტანიკურ ბაღს გაუქმება ემუქრება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 200-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა, ბაღს კი გაუქმება ემუქრება - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა განუცხადეს.

ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი უკვე 4 წელია გაერთიანებულია და ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომელებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.

როგორც ბაღის თანამშრობლები განმარტავენ, ახალი ხელშეკრულებებით მათ ილიას უნივერსიტეტი ხელფასს აღარ გადაუხდის და თანამშრომლების ანაზღაურება საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე" იქნება დამოკიდებული.

ამ ტიპის ხელშეკრულებებზე ბაღის თანამშომლების უმრავლესობა, მეცნიერები და მკვლევარები ხელის მოწერას არ აპირებენ.

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირეს სახელმწიფო დაფინანსება, შესაბამისად ჩვენ გაგვინულდა სახელმწიფო დაფინანსება", - აღნიშნა ბაღის დირექტორმა შალვა სიხარულიძემ.

სიხარულიძის თქმით, ის არ აიძულებს თანაშრომლებს ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერას. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ, ილიას უნივერსიტეტი მათ ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის და სამსახურიდან გაათავისუფლებს.

ასევე შალვა სიხარულიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არის საუბარი ბაღისა და ინსტიტუტის გაყოფისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ოფიციალურად ბოტანიკური ბაღი 1845 წელს ეწოდა. ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარია. ბაღში საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ასევე ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები ინახება.

ბაღის მეცნიერ-თანამშრობლები თვლიან, რომ ბოტანიკური ბაღის გაუქმება, საუკუნის დანაშაული იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"