ილია მეორე - ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა

ილია მეორე - ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა

ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ცხოვრების ჭეშმარიტი გზა, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"უფალი ბრძანებს - მე ვარ გზა ჭეშმარიტი. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აირჩევს ამ გზას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც მიიღებს მადლს, წყალობას, სიყვარულს ამ გზიდან. ვისაც აქვს ჭეშმარიტი რწმენა, დიდი სიყვარული, ვისაც შეუძლია აპატიოს ცოდვები, ვინც ცდილობს სიკეთე გაუკეთოს სხვა ადამიანს, ვისაც აქვს მოთმინება, ის ბედნიერია, დგას ჭეშმარიტ გზაზე და მიდის ღვთის სასუფეველში", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ღვარძლი და განკითხვა დათესონ, ასეთი ადამიანები კი განწირული არიან და "ხდებიან მკვიდრი ჯოჯოხეთისა".

"მაგრამ ჯერ თქვენ არ უნდა შეიძულოთ ის ადამიანი, რადგან ჩვენ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნება ის. შეიძლება რწმენითა და სინანულით მოიპოვოს მადლი ღვთისა და განიწმინდოს", - აღნიშნა პატრიარქმა. მისივე განცხადებით, სულიერი სიმდიდრე არის ის, რაც ადამიანს გაჰყვება მომავალ ცხოვრებაში, მიწიერი სიმდიდრე კი ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"