საქართველო ტურიზმის განვითარებას ცდილობს და ყველა, ვისაც როგორ შეუძლია, უცხოელების მოზიდვას და ბიზნესის განვითარებას ცდილობს...
მოხევეები კი ამ საქმეს საკმაოდ ორიგინალურად მიუდგნენ. ყაზბეგის ცენტრში შეხვდებით, სურსათის მაღაზიას სახელწოდებით, "მარკეტ გუგლი". ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აგვიხსნეს, მაღაზიას ასეთი სახელწოდება უცხოელების მოსაზიდად აქვს, რადგან "გუგლი" ყველაფერთან ასოცირდებაო... მართალია, მაღაზიაში, "ყველაფერს" ვერ შეხვდებით, მაგრამ მოხევეების მოხერხებულობაზე ნამდვილად ვერაფერს იტყვით...
არის თუ არა გასაგები ინტერნეტის უქონელი მოსახლეობისთვის მაღაზიის ღრმადშინაარსიანი სახელწოდება, უცნობია, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის მშობლიურ კუთხეში რომ ქართული წარწერის ხილვა მოგენატრება, ეს მართლაც სავალალოა. თუმცა, ეს არავის აწუხებს - არც ტურისტებს და აღარც სიამაყით განთქმულ მოხევეებს...
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)