ლევან ვარშალომიძე ქორწინდება?

ლევან ვარშალომიძე ქორწინდება?

ბოლო ხანს ბათუმელები ალაპარაკდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაოჯახებას გეგმავსო. სანდო წყაროს ცნობით, ვარშალომიძემ მოსკოვში მცხოვრები ქართველი გოგონა, მომღერალი დია, იგივე დიანა ლაბაძე დანიშნა. ქართველმა საზოგადოებამ დია ლაბაძე რამდენიმე წლის წინ გაიცნო ბათუმზე გადაღებული მუსიკალური კლიპით. ცოტა ხსნის წინ კი დიამ მომღერალ მერაბ სეფაშვილთან ერთად ჩაწერა დუეტი... ხმები მომღერალისა და პოლიტიკოსის ახლო ურთიერთობის შესახებ მაშინ გავრცელდა, როდესაც ბათუმში, ბიზნესცენტრის "ბათუმი ბიზნესტაუერის" საძირკველი პრეზიდენტმა ლევან ვარშალომიძესა და დიანა ლაბაძესთან ერთად გაჭრა. ვარშალომიძესთან დაახლოებული პირების თქმით, მან მომღერალი ბიზნესცენტრის გახსნის მეორე დღეს დანიშნა. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად დია ლაბაძეს დავუკავშირდით:

- დია, მართალია, რომ ლევან ვარშალომიძეზე დაინიშნეთ?

- არც კი ვიცნობ ლევან ვარშალომიძეს...

- როგორ არ იცნობთ, ერთად არ გაჭერით ბათუმში ბიზნესცენტრის საძირკველი?

- აუცილებელია, ყველას ყველაფერი ავუხსნა?

- ამბობენ, რომ ბიზნესცენტრის გახსნის მეორე დღეს ვარშალომიძეზე დაინიშნეთ...

- მე მხოლოდ ერთხელ მყავს ლევან ვარშალომიძე ნანახი - ბიზნესცენტრის გახსნაზე.

- ვინ მიგიწვიათ საძირკვლის გაჭრაზე?

- დამიკავშირდნენ ვარშალომიძის უწყებიდან და ერთად გავჭერით საძირკველი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბოლო ხანს ბათუმელები ალაპარაკდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაოჯახებას გეგმავსო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"