თბილისის მერიაში მეტროს გაძვირების სქემაზე მუშაობენ?!

თბილისის მერიაში მეტროს გაძვირების სქემაზე მუშაობენ?!

მერიაში მეტროთი მგზავრობის საფასურის გაძვირებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა მერიის კულუარებში ხშირად საუბრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით მზადდება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მეტროთი მგზავრობა 10-დან 20-თეთრამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მერიაში, ასევე კატეგორიულად უარყოფდნენ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასას. სამწუხაროდ, მაშინ მერიის თანამშრომლების მიერ გარეთ გამოტანილი ამბავი გამართლდა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე თვეში მეტროთი მგზავრობაც გაძვირდეს.

დედაქალაქის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამტკიცებენ, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ხმები, რომ მერია მეტროთი მგზავრობას აძვირებს, საფუძველს მოკლებულია და ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"