ექოსკოპიით ბავშვის სქესის დადგენა აიკრძალება?

ექოსკოპიით ბავშვის სქესის დადგენა აიკრძალება?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ალბანეთის მთავრობებს შობადობაზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს. ასამბლეა ამ ქვეყნებს მოუწოდებს "ყურადღებით შეისწავლონ სქესთა შორის ბალანსის დარღვევის მიზეზები და სავარაუდო შედეგები".

ასამბლეის "თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის" კომიტეტის მონაცემებით, კავკასიის ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვისას უპირატესობა ვაჟს ენიჭება. არჩევანი ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე კეთდება, რაც ევროპელ პარლამენტართა შეფასებით, საზოგადოების ოპტიმალურ განითარებას აფერხებს.

ევროპელ სოციოლოგთა დასკვნით, საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის 105 მამრობითი სქესის ბავშვზე 100 გოგონა უნდა მოდიოდეს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კი ეს სტანდარტი დარღვეულია. საქართველოში ეს მაჩვენებელი ვაჟების სასარგებლოდ 111/100-ზეა.

ასამბლეამ რეზოლუცია 81 ხმით 3-ის წინააღმდეგ 3 ოქტომბერს მიიღო. დოკუმენტი ყველა წევრი ქვეყანისგან მოითხოვს, მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე ბავშვის სქესის დადგენას აკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ მემკვიდრული დაავადებების რისკის შემთხვევაში დაიშვება.

მომზადებულია epress.am-ის მიხედვით. 

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"