"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში 7 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს.
"თბილისობის" დღესასწაული წელს 7, 8, 9 ოქტომბერს გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ 7 ოქტომბერი არის პარასკევი, თბილისის მერიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ 2011 წლის 7 ოქტომბერი, "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ თბილისში უქმე დღედ გამოცხადდეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიის თხოვნა დააკმაყოფილა", _ განმარტავენ თბილისის მერიაში.