"ნონა გაფრინდაშვილის ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია"

"ნონა გაფრინდაშვილის ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია"

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, ქალბატონი ლეილა გაფრინდაშვილი, სახელოვანი ქართველი მოჭადრაკის, მოძრაობა "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, ნონა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების შესახებ გვესაუბრება:

- ჭადრაკში ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ოჯახი ურთულეს მდგომარეობაშია. ნონას ვაჟი ინგლისური არასამთავრობო სამხედრო ორგანიზაცია "ჰალოტრასის" მენეჯერი იყო ამიერკავკასიის რეგიონში. 1.500 დოლარამდე ჰქონდა ხელფასი. მაგრამ როგორც კი ნონამ რაღაცების გაპროტესტება დაიწყო, მაშინვე მოხსნეს. როგორც შევიტყვეთ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას დაურეკეს და ნონას შვილის გათავისუფლება მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში პრობლემებს შეგიქმნითო. ამის შემდეგ ნონას რძალიც დაითხოვეს სამსახურიდან, რომელიც კომპანია "ჯეოსელში" მუშაობდა. შემდეგ მიჰყვნენ და ნონას ყველა ნათესავი გაათავისუფლეს სამსახურებიდან. დღეს ნონა გაფრინდაშვილის ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და ნონას პენსიით ცხოვრობს. 51-ე სკოლაში ნონას შვილიშვილი არ მიიღეს და ვინაიდან ფასიან სკოლაში გადასახადისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ, ბავშვი კვლავ ბაღში მიიყვანეს - ერთი წლით დაუგვიანდა სკოლაში წასვლა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"